მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შტეფან ფულე: საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოლაპარაკებები ასოცირებასთან დაკავშირებით ჯერაც გრძელდება

ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტს, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის განვითარებისათვის, წარმოადგენს მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის ასოცირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკომისამრმა შტეფან ფულემ განაცხადა.

'ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის რეალიზაციაში ეს არის შეთანხმებები ასოცირირების შესახებ, რომელიც მიმართულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაქმნელად შესაბამის რეგიონებში. საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოლაპარაკებები ასოცირებასთან დაკავშირებით ჯერაც გრძელდება და ჩვენ პრიორიტეტს წარმოადგენს მისი განვითარების მაქსიმალური დაჩქარება, რათა 2013 წლის შემოდგომაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის შემდგომი სამიტისთვის, ჩვენ ახლოს ვიყოთ მის დასასრულებლად, ან სულაც მოვახდინოთ მისი პარაფირება'- განაცხადა ფულემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს ასევე გააჩნია ფართო გეგმა მობილურობის სფეროში, რომლის საბოლოო მიზანია უვიზო რეჟიმის დადგენა.

'ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან სახელმწიფო მმართვის განვითარების ყოვლისმომცველი პროგრამების მიხედვით, რომლებიც მიმართულია პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების პოტენციალის გამყარებისკენ'- განაცხადა ფულემ. 
მისივე თქმით, ევროკავშირის პრიორიტეტებში შედის სამოქალაო საზოგადოებასთან პარტნიორობის გაღრმავება და მათთვის ფინანსური თანადგომის გაზრდა, ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებში, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საგანმანთლებლო პროგრამაში - 'Erasmus ყველასთვის'.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისარი შტეფან ფულზე საქართველოს ივლისის დასაწყისში ეწვევა.

ე.შ

ჯი-ეიჩ-ენი

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები