მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ”ჩემი მეუღლე ისე დაინიშნა პროკურატურაში, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გავიგე”

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებას, რომ თავისი მეუღლის პროკურატურაში დანიშვნა მოგვიანებით გაიგო, 'ფეისბუქში' განიხილავენ. ამბის გამზიარებელი 'ფეისბუქელები'-ს დიდი ნაწილი ირონიულად შეხვდა ბესელიას ამ ნათქვამს.

'ჩვენც მასე გავიგეთ ქალბატონო ეკა. . . :)', 'ალბათ, პოლიტიკურ დევნილთა სიაშიც ისე მოხვდა ის საოცარი ხალხი, რომ ამან არ იცოდა', 'უიჰ! :) ასეა, ცოლები ყველაზე ბოლოს იგებენ. :D :D :D', 'მოწმის სახით დაიბარეს და დანიშნეს :)' - წერენ ვებმომხმარებლები.

სხვები კი აღნიშნავენ, რომ ზურა გუბელაძე ეკა ბესელიას ყოფილი ქმარია და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი სრულიად გასაგებია.

'ყოფილი ქმარია და მერე რა მოხდა, რომ არ იცოდეს - სად და როდის ნიშნავენ?', 'ბატონი ზურა გუბელაძე უაღრესად განათლებული და ერუდირებული პიროვნებაა და ნამდვილად არ უნდა იჯდეს სახლში. ის თავისი საქმის პროფესიონალია', 'რა იყო ხალხო, ნეტავ მყავდეს გავლენიანი ახლობელი და ახლობლებს თუ დაასაქმებდა, ამაში რა არის ცუდი. შენ რა, შენს ახლობელს ხელს არ შეუწყობდი? რა ყველაფერში ცუდს ხედავთ' - წერენ 'იუზერები'.

ცნობისთვის, ეკა ბესელია 'რადიო 'პალიტრის'  გადაცემა 'რეზიუმეში'  ზურა გუბელაძის პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა. ბესელიამ განცხადებით, ის ამ საკითხში არ ჩარეულა. ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მისი მეუღლე წლების განმავლობაში პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, 2006 წლამდე კი სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე იყო. ამჯერად მას, ბესელიას თქმით, ჩვეულებრივი პროკურორის სტატუსი აქვს და გვარი მხოლოდ იმიტომ გამოიკვეთა, რომ ბოლო დროს ადეიშვილის საქმეზე მუშაობდა.

news.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები