მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქსე­ნო­ფო­ბია

ყო­ფილ­ხართ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რა­ღაც სა­კით­ხზე ყვე­ლა რომ ერთს ფიქ­რობს და მე­ო­რეს ამ­ბობს? თით­ქოს შე­თან­ხმე­ბა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც არა­ვის უნა­ხავს, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლამ იცის და ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებს. აი, ჩვენ ზუს­ტად ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ - მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ქარ­თულ მე­დი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა არის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცნე­ბე­ბის არ­სი: რა არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ქსე­ნო­ფო­ბია, ლი­ბე­რა­ლიზ­მი. თით­ქოს ამ თე­მებს იმ­დე­ნად ხში­რად და მონ­დო­მე­ბუ­ლად „ვღე­ჭავთ', რომ გუ­ლის რე­ვის მსუ­ბუქ შეგ­რძნე­ბამ­დე მი­ვე­დით. უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდაც კი გიჩ­ნდე­ბა, რო­დე­საც, მა­გა­ლი­თად, სიტ­ყვა „ლი­ბე­რა­ლიზმს' ამ­ბობ. რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ ხომ ფაქ­ტია, რომ მა­ინც „გა­ურ­კვევ­ლო­ბაა'. ბევ­რის­თვის ჯე­რაც სა­და­ოა, არი­ან თუ არა ქსე­ნო­ფო­ბე­ბი ეკა ბე­სე­ლია, დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და რო­ბერტ სტუ­რუა. ქე­თი დო­ლი­ძე­საც შე­უძ­ლია Facebook-ის სტა­ტუ­სე­ბით ამ­ტკი­ცოს, რომ ქსე­ნო­ფო­ბი კი არა, ავან­გარ­დუ­ლი ხე­ლო­ვა­ნია და ამით „ლა­ი­ქე­ბი აკ­რი­ფოს'. მო­დით, ამ თა­მაშს ნუ ავ­ყვე­ბით და თავს ნუ მო­ვიტ­ყუ­ებთ. ნუ გა­ვაგ­რძე­ლებთ იმ „ცე­კა­ში' და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი ფილ­მე­ბის ტრა­დი­ცი­ას, სა­დაც თბი­ლი­სე­ლი ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი, იმის მა­გივ­რად რომ იჩ­ხი­რავ­დნენ, „ბა­ტო­ნო­ე­ბით' და „ქალ­ბა­ტო­ნო­ე­ბით' სა­უბ­რო­ბენ. ძა­ლი­ა­ნაც ეს­მით! ადამიანს, რომელიც ღამეს ათენებს იაღოველების ოფისის წინ ზარის რეკვაში ან აწყობს აქციას თანასოფლელი მუსლიმების წინააღმდეგ, ნაკლები აგრესია დარჩება საკუთარი გაჭირვების მიმართ. ადა­მი­ა­ნებს თუ დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე უნ­დათ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლად, ეს იმი­ტომ არ ხდე­ბა, რომ პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცი ჰგო­ნი­ათ. არც იმი­ტომ, რომ არ იცი­ან, რა არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ფუნ­ქცია, ან იმი­ტომ, რომ წი­ნა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლებ­მა ყვე­ლა ვერ და­იც­ვეს. პი­რი­ქით: ლორ­თქი­ფა­ნი­ძის კან­დი­და­ტუ­რას მხარს ზუს­ტად იმი­ტომ უჭე­რენ, რომ ომ­ბუდ­სმე­ნის მა­გივ­რად უნ­დათ კა­ცი, რო­მე­ლიც „თა­ვი­სი­ა­ნებს' „სხვა­ნა­ი­რე­ბის' ჩაგ­ვრა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. რო­დე­საც ან­სამბლ „ერი­სი­ო­ნის' წევ­რე­ბი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის და­ნიშ­ვნას ით­ხო­ვენ, ისი­ნი არ ფიქ­რო­ბენ „რო­გორ და­ვამ­ყა­როთ სრუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ყვე­ლას­თვის'. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ - „პი­და­რას­ტე­ბის დე­დაც'. კა­მა­თი იმა­ზე, თუ რა­ტომ არის რო­მე­ლი­მე აშ­კა­რა ქსე­ნო­ფო­ბი მარ­თლა ქსე­ნო­ფო­ბი, დრო­ის კარ­გვაა - მა­თი­ვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თა­მა­შის მი­ღე­ბაა. ქსე­ნო­ფო­ბო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნ­და შე­ვაგ­რო­ვოთ, და­ვა­ხა­რის­ხოთ და გვერ­დზე გა­დავ­დოთ. თუ გვინ­და „გა­და­ღე­ჭილ', მაგ­რამ მა­ინც „გა­ურ­კვე­ველ', ცნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წინ წა­ვი­წი­ოთ, უნ­და ვი­კა­მა­თოთ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რას ფიქ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში. რა ხდე­ბა ქსე­ნო­ფო­ბის, ან მი­სი მხარ­დამ­ჭე­რის, თავ­ში, რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბა, რომ ქსე­ნო­ფო­ბი ის კი არა, შენ ხარ? ფიქ­რობს, რომ ძა­ლი­ა­ნაც ამა­ყია თა­ვი­სი ქსე­ნო­ფო­ბო­ბით, მაგ­რამ ამის ღი­ად თქმა არ აწ­ყობს. იცის, რომ თუ იტ­ყვის - „დი­ახ, მე ქსე­ნო­ფო­ბი ვარ და მი­ხა­რია', ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­კარ­გავს. მა­გა­ლი­თად, ვერ იმატ­რაკ­ვე­ცებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, უც­ხო­ელ კო­ლე­გებ­თან, თით­ქოს სი­ნამ­დვი­ლე­ში პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, ან ასა­კის, ან ულ­ვა­შე­ბის გა­მო ერ­ჩი­ან. ვერ მი­ი­ღებს მხარ­დამ­ჭერ წე­რილს ვა­ნე­სა რედ­გრე­ი­ვის­გან. იმის მტკი­ცე­ბით, რომ ეკა ბე­სე­ლია ქსე­ნო­ფო­ბია, მის მხარ­დამ­ჭერს ვერ და­არ­წმუ­ნებ, რომ ბე­სე­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ უნ­და იყოს. კა­მა­თი სულ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს - რა­ტომ არის ქსე­ნო­ფო­ბია ცუ­დი; მო­რა­ლუ­რად, პო­ლი­ტი­კუ­რად, თუნ­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რად. ერთ-ერ­თი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კონ­ტრარ­გუ­მენ­ტი, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით ასე ჟღერს: „რა დროს უმ­ცი­რე­სო­ბე­ბია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ში­ათ'. იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ზე სა­უ­ბა­რი გა­ჭირ­ვე­ბი­დან ყუ­რად­ღე­ბის გა­და­ტა­ნაა. რე­ა­ლო­ბა სა­პი­რის­პი­როა. სი­ღა­რი­ბი­დან ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ზე ყუ­რად­ღე­ბის გა­და­ტა­ნა მარ­თლაც ხდე­ბა; ოღონდ გა­და­დის არა იმა­თი ყუ­რად­ღე­ბა, ვინც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­ზე შო­რი­დან ზრუ­ნავს, არა­მედ თა­ვად ღა­რი­ბე­ბის. გაუაზრებელია, მაგალითად, რა როლი ჰქონდა ქსენოფობიას ტერიტორიების კარგვაში ან რა გეოპოლიტიკურ საფრთხეებს გვიქმნის სამომავლოდ. ცხა­დია, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ღა­მეს ათე­ნებს ია­ღო­ვე­ლე­ბის ოფი­სის წინ ზა­რის რეკ­ვა­ში ან აწ­ყობს აქ­ცი­ას თა­ნა­სოფ­ლე­ლი მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ნაკ­ლე­ბი აგ­რე­სია დარ­ჩე­ბა სა­კუ­თა­რი გა­ჭირ­ვე­ბის მი­მართ. ვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ღა­რი­ბე გულ­წრფე­ლად ადარ­დებს, ქსე­ნო­ფო­ბია ორ­მა­გად უნ­და ეზიზ­ღე­ბო­დეს. სწო­რედ ასე­თი, ღა­რი­ბი, მაგ­რამ ქსე­ნო­ფო­ბი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მა­გივ­რად იმა­ზე ფიქ­რობს, რო­გორ „გა­და­არ­ჩი­ნოს' ქვე­ყა­ნა უც­ხო სხე­უ­ლე­ბის­გან, არის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და ია­ფი სა­მარ­თა­ვი. სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლო სად­ღეგ­რძე­ლოს ფორ­მა­ტის გა­მოს­ვლე­ბი­თა და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბით, ნაც­ვლად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თე­ე­ბი­სა. მში­ე­რი მა­სე­ბის იდე­ო­ლო­გი­ით კვე­ბის ამო­ცა­ნა კი­დევ უფ­რო ად­ვილ­დე­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­მოს­ვლა შე­უძ­ლია. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, ამის ორი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი ვი­ხი­ლეთ: ჯერ ეკა ბე­სე­ლია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და გუ­რი­ა­ში მუს­ლი­მებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, შემ­დეგ კი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, გა­ნაც­ხა­და, რომ პრობ­ლე­მა რე­ლი­გი­ურ­მა ჯგუ­ფებ­მა ერ­თმა­ნეთ­ში უნ­და მო­აგ­ვა­რონ. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე გვქონ­და უკი­დუ­რეს ცი­ნიზ­მთან და მო­რიგ, შეგ­ნე­ბულ ტყუ­ილ­თან, ბე­სე­ლი­ას მხრი­დან. თუმ­ცა, უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ო­რე - პრობ­ლე­მის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა მო­იხ­სნას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამ­გვა­რი პა­სი­უ­რო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, ერ­თი მხრივ, არ გახ­დეს ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის უშუ­ა­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, მე­ო­რე მხრივ კი, ქსე­ნო­ფო­ბი­ურ გან­წყო­ბებს არ და­უ­პი­რის­პირ­დეს - ანუ არ და­კარ­გოს ამომ­რჩე­ვე­ლი. ამ ტაქ­ტი­კამ არ უნ­და მოგ­ვატ­ყუ­ოს. მკა­ფი­ოდ უნ­და ით­ქვას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­უ­რევ­ლო­ბა, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის უფ­ლე­ბებს არ­ღვე­ვენ, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ტოლ­ფა­სია. ამავ­დრო­უ­ლად, გა­სა­აზ­რე­ბე­ლია, რა არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის არ­სი და მი­ზე­ზე­ბი. რას ნიშ­ნავს უკ­ვე შაბ­ლო­ნად ქცე­უ­ლი ფრა­ზა „ია­ღო­ვე­ლებს რომ იცავ, ია­ღო­ვე­ლი ხარ?'; და რო­გორ შევ­ცვა­ლოთ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას აკ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლად დაც­ვის მა­გა­ლი­თე­ბი. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ სფე­რო­ში ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი ვერ გა­და­ლა­ხა. ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა არ მი­ი­ტა­ნეს გულ­თან ახ­ლოს იმა­თი უფ­ლე­ბე­ბი, ვი­საც „თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის' სა­კუ­თარ პრო­ექ­ტში ვერ ხე­დავ­დნენ - ვი­საც მო­მავ­ლის მა­ტა­რე­ბელ­ში კუ­პე არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო დე­მონ­სტრა­ცია იყო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გა­მოს­ვლა და­ცა­რი­ე­ლე­ბულ პარ­ლა­მენ­ტში; ფაქ­ტი, რო­მე­ლიც და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის „წა­მოც­დე­ნის' მი­უ­ხე­და­ვად, ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს გაბ­რა­ზე­ბას. ადამიანები, რომლებიც მძვინვარე ქსენოფობებს მორჩილად შესციცინებენ თვალებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი 'დამსახურებული მოღვაწეები' არიან, ქსენოფობიას ვერ დაამარცხებენორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი უკ­ვე გვაჩ­ვე­ნა ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნის სა­ფუძ­ვე­ლი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რი­ტო­რი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც გვქონ­და. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შერ­ჩე­ვი­თად უდ­გე­ბი­ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, რა გა­საკ­ვი­რია, რომ სიტ­ყვე­ბი „უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა' ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ძვე­ლე­ბუ­რად ასო­ცირ­დე­ბა მხო­ლოდ „თა­ვი­სი­ან­თან', სა­კუ­თა­რი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სებ­თან. ერ­თი შე­ხედ­ვით, ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ ქვეყ­ნის მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რო­ბა­ზე და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის თა­ნას­წო­რო­ბა­ზე. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად გა­სა­გე­ბია პრაგ­მა­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ სჭირ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი ტო­ლე­რან­ტო­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბა. გა­უ­აზ­რე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, რა რო­ლი ჰქონ­და ქსე­ნო­ფო­ბი­ას ტე­რი­ტო­რი­ე­ბის კარ­გვა­ში ან რა გე­ო­პო­ლი­ტი­კურ საფ­რთხე­ებს გვიქ­მნის სა­მო­მავ­ლოდ. მე­დია თით­ქმის არ აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, მა­თი პრობ­ლე­მე­ბის, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. სა­მა­გი­ე­როდ, უზარ­მა­ზა­რი რე­სურ­სი იხარ­ჯე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის შავ პი­არ­ზე. სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბით შე­ში­ნე­ბუ­ლი ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბით, საბ­ჭო­თა ელი­ტა - მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­გან „საფ­რთხო­ბე­ლის' შექ­მნა­ზე. უც­ხოს ში­შის გა­მო­ყე­ნე­ბა მათ­თვის ოპო­ნენ­ტებ­თან ბრძო­ლის („იმი­ტომ მებ­რძვის, რომ სო­მე­ხია') და თავ­დაც­ვის („მე ვარ ნაღ­დი ქარ­თვე­ლი და შე­გი­ნარ­ჩუ­ნებთ ეროვ­ნუ­ლო­ბას') მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. რო­დე­საც ქსე­ნო­ფო­ბი სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ვერ მა­ლავს, ეს უკ­ვე მცი­რე გა­მარ­ჯვე­ბაა. უკე­თე­სია, ვიდ­რე ქსე­ნო­ფო­ბი, რო­მე­ლიც თან გიყ­ვე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ტო­ლე­რან­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც გვერ­დიგ­ვერდ დგას მე­ჩე­თი და სი­ნა­გო­გა, ერთ ეზო­ში ცხოვ­რო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი და ქურ­თი მე­ე­ზო­ვე, რო­მე­ლიც გვის ქარ­თლის დე­დის კა­ბის ძირ­ში. ქსე­ნო­ფო­ბე­ბის „ქა­მინგ აუ­თი' თი­ნე­ი­ჯე­რის სა­ხე­ზე ჩირ­ქის ამოჭ­ყლე­ტა­სა­ვი­თაა; ისე­თი­ვე სა­ზიზ­ღა­რი, მაგ­რამ გარ­და­უ­ვა­ლი. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ქსე­ნო­ფო­ბის თვით­ლუს­ტრი­რე­ბა თა­ვის­თა­ვად პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს. „ამოჭ­ყლე­ტი­ლებს' ნაკ­ლე­ბი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი აქვთ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ავ­ტო­მა­ტუ­რად უარს არ იტ­ყვი­ან. რამ­დე­ნად მო­ხერ­ხდე­ბა მო­რი­დე­ბუ­ლი თუ ღია ქსე­ნო­ფო­ბე­ბის კა­მათ­ში და­მარ­ცხე­ბა, პირ­და­პირ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ჯა­რო გან­ხილ­ვებ­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის - მე­დი­ის, ხე­ლო­ვა­ნე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის - მონ­დო­მე­ბა­ზე. ერ­თი რა­მე ცალ­სა­ხაა - დროა ამ სა­კით­ხშიც ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქვას. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მძვინ­ვა­რე ქსე­ნო­ფო­ბებს მორ­ჩი­ლად შეს­ცი­ცი­ნე­ბენ თვა­ლებ­ში, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს უკა­ნას­კნელ­ნი „დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი' არი­ან, ქსე­ნო­ფო­ბი­ას ვერ და­ა­მარ­ცხე­ბენ. ეს საქ­მე სხვა­ნა­ი­რი ხალ­ხის სა­კე­თე­ბე­ლია.

ტაბულა 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები