მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ჩვენ თვითონ' აშშ-ს სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას მიესალმება

 

საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერა ოფიციალურად დადასტურდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის სენატმა რუსეთი ოკუპანტ ძალად ცალსახად აღიარა. შემდეგი ნაბიჯი კი საქართველოს ტერიტორიების დაუყოვნებლივი დეოკუპაცია უნდა იყოს.

აღნიშნული განცხადება პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ჩვენ თვითონ' გაავრცელა.

როგორც 'ჯეონიუსს' პარტიიდან აცნობეს, ისინი 'საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმდინარე დარღვევებისადმი, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტისადმი სენატის რეზოლუციის' ერთხმად მიღებას მიესალმებიან.

'ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნები ყოველთვის ხაზგასმით უცხადებდნენ მხარდაჭერას  ქართველ ხალხს რუსეთთის აგრესიის წინააღმდეგ. ამჯერად ამერიკის სენატმა საკუთარი დამოკიდებულება საგანგებო რეზოლუციით გამოხატა და რუსეთის მთავრობას კატეგორიულად მიუთითა, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ხელშეკრულების ყველა პირობა,  მათ შორის სამხედრო ძალების ომამდელ პოზიციებზე დასაბრუნებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის სენატი ცალსახად ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად ასახელებს.   ვიმედოვნებთ, რუსეთის ხელისუფლება ამჯერად უფრო შორსმხედველი აღმოჩნდება  და ამერიკის სენატის მითითებებს ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანს, რაც საქართველოს ტერიტორიების დაუყოვნებლივ დეოკუპაციას გულისხმობს.' - წერია პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ს სენატმა საგანგებო რეზოლუცია 29 ივლისს მიიღო. ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად აღიარებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ს სენატში წარდგენილ იქნა 2011 წლის მაისში, დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემის მიერ.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები