მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჩიკაგოს სამიტში საქართველო ასპირანტის სტატუსით მონაწილეობს

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ კვირის ბოლოს დაგეგმილი ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი ალიანსის გაფართოებას არ მიეძღვნება. მიუხედავად ამისა, საქართველო ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას გარდა ერთისა. როდესაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები შეხვდებიან ერთმანეთს. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ალიანსის დამოკიდებულება არ შეცვლილა, უფრო მეტიც, პროგრესის აღიარება ხდება. საქართველო სამიტზე ასპირანტი ქვეყნის სტატუსით წარდგება და მონაწილეობას მიიღებს როგორც ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნებთან მოლაპარაკებაში, ასევე, ნატო-ს წევრი ქვეყნების ასპირანტ ქვეყნებთან შეხვედრაში (ანუ 28+4 შეხვედრაში).
news.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები