მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის განადგურების ვიდეო გამოაქვეყნა (იხილეთ ვიდეო)

ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს მსოფლიო საზოგადოების განერვიულებას. ამჯერად გამოქვეყნდა ვიდეორგოლი კოსმოსის დაპყრობისა და აშშ ქალაქების განადგურების შესახებ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეელებს რამდენიმე ბირთვული აფეთქების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, მიუხედავად გაეროს მიერ მიღებული ამკრძალავი რეზოლუციებისა.

ვიდეოს სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა კაცი ხედავს სიზმარს, თუ როგორ გროვდება აშშ-ს თავზე შავი ღრუბლები. „იმპერიალისტების დიდი მცდელობის მიუხედავად, მოგვაქციონ იზოლაციაში და გაგვანადგურონ, ვერავინ შეგვაჩერებს საბოლოო გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე,' - ნათქვამია ვიდეო რგოლში, რომელშიც დარწმუნებით აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცის ოცნება უსათუოდ იქცევა რეალობად.

ჩრ. კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თაობაზე იაპონიის ზღვაში აშშ-სა და სამხრეთ კორეის მასშტაბური სწავლებების ფონზე გაჟღერდა.

პირველი ზარი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განახორციელა, სწორედ კორეის კრიზისს მიეძღვნა. მან სამხრეთ კორეისა და იაპონიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „პროვოკაციული მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში' სერიოზული ზომების მიღებისათვის მზადყოფნის მკვეთრი სიგნალი გაუგზავნონ ფხენიანს .

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=4NcOoLn66yw

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები