მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჩრდილოეთ კორეა სეულის აფეთქებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას დაემუქრა, რადგან ჩრდილოეთ კორეაში მიაჩნიათ, რომ ოფიციალურმა სეულმა ჩრდ. კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი' წერს.

ფხენიანის ეს განცხადება პასუხი იყო სამხრეთ კორეის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ფხენიანი თავდაცვასა და სამხედრო აღლუმებზე დიდ თანხებს ხარჯავს, მაშინ როდესაც ქვეყანაში შიმშილია.

ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სარდლობის წაემომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათვქამია, რომ ფხენიანი „დაიწყებს წმინდა ომს, რათა უკანასკნელ ადამიანამდე გაანადგუროს მოღალატეები. ჩრდილოეთ კორეა მიიღებს ყველანაირ ზომას, რათა იქ {სეულში} ყველაფერი ააფეთქოს'- ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე ხნის წინ სამხრეთ კორეის დაზვერვაში განაცხადეს, რომ ფხენიანს შორი მოქმედების რადიუსის რაკეტების წარუმატებელი გაშვება 850 მლნ დოლარი დაუჯდა.

onlinenews.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები