მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ცისკარიშვილი: ოპოზიციის ლიდერები მოსკოვიდან დირექტივებს იღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ოპოზიციის ლიდერები მოსკოვიდან დირექტივებს იღებენ, მათი პოლიტიკა იქით არის მიმართული, რომ საქართველო რუსულ იმპერიას ჩაბარდეს და დიდი რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი გახდეს.

დღევანდელ პლენალურ სხდომაზე, ცისკარიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება განმარტა და  და ოპოზიციას საბჭოთა პერიოდი გაახსენა.

მისი თქმით,  არავისთვისაა უცხო, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა პოლიტიკა და პროპაგანდა, რომ  ქართულ ცნობიერებაში აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს განუყოფელი ნაწილი არ ყოფილიყო და ასევე აკრძალული ყოფილიყო კვლევები ერთიანი საქართველოს შესახებ.

„ეს ვინმესთვის არის გასაკვირი? -პრეზიდენტის მხრიდან, ამაზე იყო საუბარი. ან თვითონ საქართველო იმ პერიოდში თავის თავს ეკუთვნოდა? ალბათ, საქართველოს დედაქალაქი თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მოსკოვში იყო. თქვენ კი, გინდათ, რომ დღესაც იქ დავბრუნდეთ. თქვენი ლიდერები მოსკოვიდან იღებენ დირექტივებს და თქვენი პოლიტიკა იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველო რუსულ იმპერიას ჩაბარდეს, ისევ დიდი რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი გახდეს', - განაცხადა ცისკარიშვილმა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები