მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ცხინვალი სასაზღვრო პოსტზე თავდასხმის შესახებ იტყობინება

ცხინვალის განცხადებით, 29 სექტემბერს დილით მის სასაზღვრო პოსტს სოფელ კარძმანში ცეცხლსასროლი იარაღიდან და სალულე ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს.

სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა საგუშაგოზე საპასუხო ცეცხლი არ გახსნეს, თუმცა ძებნის ოპერაციის შემდეგ, მათ „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სახელმწიფო სასაზღვრო ზოლის მახლობლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი' დააკავეს, რომელიც M4 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით და სალულე ყუმბარმტყორცნით იყო შეიარაღებული.

თავდასხმა შაბათს ადგილობრივი დროით 3:40 საათზე მოხდა, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი'.

სოფელი კარძმანი სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის დასავლეთ ნაპირზე  მდებარეობს, საჩხერიდან არც ისე შორს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ ის ინფორმაციას ამოწმებს.

იმავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი იქნა დაკავებული.

„იგი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოგელი ტოლიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროებმა სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს,' - ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები