მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ცხინვალი ცოცხალი სამხედრო ძალისა და ჯავშანტექნიკის მობილიზებაზე საუბრობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ ქართული მხარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს სამხედრო ძალებს აძლიერებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა პასუხისმგებლობის ზონაში ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკაა შეყვანილი.

'ქართული მხარე აგებს საფორტიფიკაციო ნაგებობებს და პრაქტიკულად ყველა მოსაზღვრე რაიონში იარაღის მომარაგება ხდება. შეიმჩნევა ქართული სადაზვერვო ჯგუფების აქტივიზაცია' - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, სიტუაცია შეისწავლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ აღმოაჩინა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომ დააფიქსირეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. მოცემულ ქმედებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან შეშფოთება გამოთქვა.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები