მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ცხინვალში ფიქრობენ, რომ რუსეთთან თამაშრომლობამ მათ შედეგები ვერ მოუტანა

ცხინვალში მიხვდნენ, რომ მოსკოვმა მათი „დამოუკიდებლობის' აღიარებით არც ისე დიდი საქმე გააკეთა. ოკუპირებულ რეგიონში ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობით „სამხრეთ ოსეთს' არანაირი კონკრეტული შედეგი არ მიუღია.

მედიაცენტრ „ირ'-ის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა „კომერსანტის' ჟურნალისტთან ოლგა ალიონოვასთან საუბრისას აცხადებს, რომ გასული წლის ნოემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთის მიმართ ცხინვალში ძალიან ბევრს გაუჩნდა კითხვები:

„ჩვენთან ხალხი ყოველთვის პრორუსულად იყო განწყობილი, მაგრამ ნოემბრის არჩევნების შემდეგ კითხვები გაჩნდა. დიახ, ყველა კანდიდატი საუბრობს რუსეთთან ურთიერთობების განვითარებაზე, რადგან რუსეთი ერთადერთი პარტნიორია ჩვენთვის, მაგრამ დღეს უფროდაუფრო მეტ ადამიანს აინტერესებს, რამდენად სამხრეთ ოსეთის ნაციონალური ინტერესების ადექვატურად განვითარდება ეს ურთიერთობები? რადგან ჯერჯერობით რუსეთთან თანამშროლობით არანაირი კონკრეტული ეკონომიკური თუ პოლიტიკური შედეგი ჩვენ არ მიგვიღია. რა თქმა უნდა, აღიარება - ეს საკვანძო საკითხია, მაგრამ წინაც ხომ უნდა წავიდეთ, აღიარებიდან კი უკვე სამ წელი გავიდა' - აცხადებს გაგლოევა.

„კომერსანტის' ჟურნალისტი წერს, რომ ცხინვალის  ოპოზიცია ეჭვის თვალით უყურებს დიმიტრი მედვედვის მიერ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სპეცწარმომადგენლად ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის თეიმურაზ მამსუროვის დანიშვნასაც.

„რისთვის გადაამისამართა კრემლმა ყველა კომუნიკაცია მამსუროვზე? იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები აღარ ჩავიდნენ კრემლში და ყველა საკითხი მამსუროვის გავლით გადაწყდეს?' - კითხულობს რუსეთზე განაწყენებული „კომერსანტის' რესპონდენტი.

ჟურნალისტის თქმით, ცხინვალში ახლა იმითღა იმშვიდებენ თავს, რომ სპეცწარმომადგენელი არა მარტო მათ, არამედ აფხაზეთსა და დნესტრისპირეთსაც დაუნიშნეს.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები