მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ცხრა წლის ანგარიში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის   ეროვნული სააგენტოს პრეზენტაცია

დღეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო 2004-2012 წლებშო გახორციელებული პროექტების შემაჯამებელ პრეზენტაციას გართავს. სააგენტოს წარმომადგენელები ღონისზიებას შემდეგნაირად აანონსებენ: „სტრატეგიულად გათვლილით გეგმით, ნულოვანიდან, ყოველწლიურად მზრდადი ბიუჯეტით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით რამდენიმე ასეული პროექტი განხორციელდა.'

კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ტრადიციულ ანგარიშს ჩააბარებს. საანგარიშო ღონისძიებაზე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებს წლების განმავლობაში ძეგლთა დაცვის განადგურებული სფეროს „ჩამოყალიბებული სისტემისა და მრავლმხრივი მიმართულებით უკვე განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას' თავად გააცნობს.

2004-2012 წლის ანგარიშის მასშტაბი და მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის უკანასკნელი წლების დამოკიდებულებას ყველაზე ცხადად გამოხატავს, რაც უწყების ისტორიის ანალიზით დასტურდება.

ასევე საგულსხმოა, საზოგადოების ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, როგორც უკანასკენლი წლების მონაპოვარი და ამ სფეროს შესრულებული პრიორიტეტი. დღესდღეობით ძეგლების დაცვისა და გადარჩენისთვის მოქალქეების აქტიობა და ინტერესი საგანგებოდ მაღალია ვიდრე ეს იყო 2004 წლამდე.

წინასაახალწლო საზეიმო მიღება თბილისის ზურა წერეთლის თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმში დღეს, 27 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილია ამ დროისთვის აღდგენილი ძეგლების ამასხველი საინფორმაციო მასალა, გაიმართება საანგარიშო წიგნის პრეზენტაცია და ნაჩვენები იქნება ძეგლთა დაცვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების როლი - ლაზერული სკანირება, ენდოსკოპია და ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც სფეროს ახალ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს.

„უკანასკნელ წლებში 600-მეტ სიძველეს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ეპარქიებში აღდგენილია ყველაზე მძლავრი სამონასტრო კომპლექსები, ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული გზისპირა და სოფლის უძველესი ეკლესიები, ასევე ხეობებსა და ტყეებში მიტოვებული თუ მოქმედი სამლოცველოები. სამუშაოები განხორცეილებულია ქვეყნის ბიუჯეტისა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს მადლობას უხდის ყურადღებისთვის და მიმდინარე პროცესებში ჩართულობისთვის, რომელმაც სამეცნიერო წრეები გაარღვია და სფეროს პრიორიტეტებზე საუბარი მოდურ ტენდენციად გარდაქმნა. ღონისძიებას დაესწრებიან ქვეყნის ეპარქიეებიდან სპეცილურად ჩამობრძანებული მეუფეები. ასევე მოწვეულები არიან სფეროს წარმომადგენელბი, პროექტებში მონაწილე სპეცილისტები, კულტურის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები.

24 საათი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები