მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'წინააღმდეგობის მოძრაობა' აქციის მონაწილეების დაკავებას ხელისუფლების მორიგ გამოწვევად აფასებს

საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები პატიმრების მხარდამჭერი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას ხელისუფლების მორიგ გამოწვევად აფასებენ , - აღნიშნული განცხადება მედიაკავშირ 'ობიექტივის' ოფისში გაკეთდა, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი.
მოძრაობის წევრის ნანა კაკაბაძის განცხადებით, დღევანდელი დაპატიმრებების სერიით ხელისუფლებამ პირდაპირ გამოიწვია საზოგადოება, რასაც ხალხის ადეკვატური რეაგირება უნდა მოყვეს.
კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს საზოგადოების პასუხი, მოძრაობის წევრები პარალელს ავლებენ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციებთან და აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებამ მსგავსი ქმედებები გააგრძელა, ისინი მიიღებენ 7 ნოემბრის მასშტაბების საპროტესტო გამოსვლებს, რასაც ამჯერად სხვა სახის ფინალი ექნება.
უზენაეს სასამართლოსთან დღეს 'წინააღმდეგობის მოძრაობის' ორგანიზებით აქცია 'მე პატიმარი ვარ!' გაიმართა. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს. 
აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მთლიანობაში 10 ადამიანი დააკავეს: ადა მარშანია, შოთა გლურჯიძე, ნინო გოგინაშვილი, თენგიზ ღლონტი, გენადი კეკელია, ირაკლი ციკოლია, მადონა გოგუა, ფრიდონ ხარებავა, გოჩა ჩხაიძე და დავით კოჩიევი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები