მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი. მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერს დაწესდა. 

მისივე განმარტებით, სხდომაზე განიხილეს ასევე ისეთი საკითხები, რომელიც საეკლესიო ყოფას შეეხება.

'გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვხატოთ მადლიერება და კეთილგანწყობა პატრიარქის მიმართ და აღვნიშნოთ მისი საიუბილეო თარიღები', - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები