მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> წულუკიანი: გენერალ კალანდაძეს ნატო-ში არ მივყავართ

იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, ბაჩო ახალაიას „კარგი კაცობის' სხვა ფაქტებიც გამოვლინდეს. მისი თქმით, ახალაიას ბრალის საკითხები სხვადასხვა ეპიზოდებით შეივსება.

რაც შეეხება  გენერალ კალანდაძეს, როგორც წულუკიანი ამბობს, იმ ქმედებებით, რაც მან ჩაიდინა, საქართველო არა ნატო-ში, არამედ უფსკრულში მიდის.

„გენერალმა კალანდაძემ მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცებისთვის შეურახცყოფის მიყენება მოახერხა. ხელებით, წიხლებით სცემა, სამხრეები ჩამოახია და ჯარისკაცების ღირსება დაამცირა. ეს ადამიანი სამხედრო საქმიდან ჩამოსაშორებელი იყო, რაც სამწუხაროა, რადგან 15 წლიდან სამხედრო საქმეში იყო ჩაბმული, მაგრამ გენერლობის პირობებში ვერ გაიაზრა, ჯარისკაცის ღირსება რას ნიშნავს,' - ამბობს თეა წულუკიანი.

როგორც მინისტრი ამბობს, როდესაც მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიასთან იმუშავებს, გამორიცხული არ არის, გენერალი კალანდაძე სხვა დანაშაულებებშიც გახდეს ბრალდებული. „ამ ეტაპზე ერთადერთი ეპიზოდი, რომელიც მარწმუნებს, რომ კალანდაძეს ბრალი უნდა წაჰყენებოდა, 333-ე მუხლია,' - აღნიშნა წულუკიანმა. 

news.ge

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები