მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ხადური: პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის თანხების შემცირება ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ხარჯების შემცირება ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა.

როგორც ხადურმა „კურიერს' განუცხადა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება რომ პრეზიდენტს 5 რეზიდენციის ხარჯები ბიუჯეტიდან დაფაროს.

„ბოლო პერიოდში მილიარდ ლარზე მეტია  წყალში გადაყრილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხუთი წყაროდან ფინანსდება. მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის ელექტროენერგიის ხარჯი 8 000 ლარს შეადგენს.   რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის შენობას,  რომელიც ქუთაისში აშენდა და რომელიც მუშაობისთვის ანბსოლუტურად გამოუსადაგერაია 350 მილიონ ლარზე  მეტი ჯდება. ეს მაშინ, როცა იმერეთი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას და ფაქტიურად წყლის მომარაგება არ არსებობს. ამ უაზრო შენობისთვის დახარჯული 342 მილიონი ლარი წყლის პრობლემას მოაგვარებდა',- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, დაზოგილი თანხა სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ჯანდაცვისა და  განათლების პროექტებს მოხმარდება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები