მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ხამენეი: დასავლეთს არა ბირთვული, არამედ ისლამური ირანის უნდა ეშინოდეს

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეიმ განცხადებით, დასავლური სანქციები თეირანის პროგრესს ვერ შეაჩერებს და ირანელებში დასავლეთისადმი  სიძულვილს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ხამენეიმ ეს განცხადება ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის აიათოლა რუხოლა მუსავი ხომეინის გარდაცვალებიდან 23 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე გააკეთა, რომელიც დიდი აიათოლას მავზოლეუმთან გაიმართა - იუწყება რადიო ამერიკის ხმა.

ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ  შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებენ, რათა საკუთარი პრობლემები გადაფარონ. „მათ არა ბირთვული, არამედ ისლამური ირანის უნდა ეშინოდეთ,' - განაცხადა აიათოლა ხამენეიმ.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები