მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ხაჩიძე, წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით, სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს

იუსტიციის მინისტრის იურიდიული განათლების საკითხი ბოლო 5 დღეა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. თემის ინიციატორი დეპუტატი გოგა ხაჩიძე, დღემდე ცდილობს გაარკვიოს, აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს, რომელიც ამავდროულად პროკურორიცაა, იურისტის დიპლომი.  

პრესა.ჯი წულუკიანის განათლებაზე შექმილ აჟიოტაჟზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრს, გოგა ხაჩიძეს ესაუბრა. 

გოგა ხაჩიძე: იუსტიციის მინისტრის დიპლომზე ყველამ გააკეთა განცხადება, თავად ქალბატონი წულუკიანის გარდა. რაც გაჩენილ ეჭვებს აღვივებს, რომ საქმე კანონის უხეშ დარღვევასთან გვაქვს. 

„პრესა.ჯი': დღეს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, დადებითი პასუხი გასცეს... 

- კონკრეტული კითხვა მაქვს საფრანგეთის საელჩოსთან. ეს ჩემ ოფიციალურ გვერდზეც დავწერე წულუკიანის უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით, ეს საელჩოს ოფიციალური პოზიციაა, თუ მათი ერთერთი თანამშრომლის მოსაზრება? 

როგორც ვიცი იურიდიული განათლების ხარისხს არა საელჩოები, არამედ სასწავლო დაწესებულებები განსაზღვრავენ,  რაც შეეხება ENA -ს როგორც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ოფიციალური ინფორმაცია რომ თეა წულუკიანმა ეს სასწავლებელი საჯარო ადმინისტრირების განხრით დაამთავრა და არა - იურიდიულით. 

პატივს ვცემ ყველა საელჩოს წარმომადგენელს, მაგრამ მათი პირადი დამოკიდებულება და ინტერპრეტაციები არის ერთი და კანონის მოთხოვნა - მეორე. 

წულუკიანის ბიოგრაფიაში წერია, რომ მან ENA საჯარო ადმინისტრაციის მიმართულებით დაამთავრა... 

- მეც ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს. ENA მან დაამთავრა ადმინისტრაციული რესურსების მართვის კუთხით. ყოველ შემთხვევაში იქ მის მიერ იურიდიულ განათლებაზე საუბარი არ არის. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთია მეგობრების, ახლობლების, პირადი ნაცნობების, დაინტერესებული პირების შეფასებები, თუმცა მეორეა კანონის მოთხოვნა, რომელიც ითხოვს, რომ იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდეს. 

 აპირებთ თუ არამიმართოთ სასამართლოს წულუკიანის დიპლომის გასაჯაროებისა და  იმის შესახებ,რამდენად კანონიერად უკავია მას იუსტიციის მინისტრის პოსტი? 

- როგორც ვიცი რამოდენიმე ჟურნალისტს იუსტიციის სამინისტროში შეტანილი აქვს მოთხოვნა, სადაც ისინი წულუკინის საქმეს ითხოვენ. თუ საქმე იქამდე მივიდა რომ ჩვენ წულუკიანის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დიპლომთან დაკავშირებით დამარწმუნებელი დოკუმენტი ვერ მივიღეთ, სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამოვრიცხავთ. 

- თქვენი აზრით, რატომ დუმს წულუკიანი მის იურიდიულ განათლებაზე, რატომ არ წარადგინა მან დიპლომი? 

- თეა წულუკიანის მოქმედებების ახსნა გამიჭირდება. ყველაზე მარტივად შეიძლება წამოჭრილი საკითხის მოგვარება. 5 დღეა ეს საკითხი მასმედიაში ტრიალებს. წულუკიანის დუმილი კიდევ უფრო აღვივებს ეჭვებს. 

- იმ შემთხვევაში თუ წულუკიანი დიპლომის გამომზიურებაზე უარს იტყვის, ხომ არ დააყენებთ ამ საკითხს პარლამენტში? 

- თუ მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, ბუნებრივია, გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას. 

ხომ არ მოითხოვთ წულუკიანის გადაყენებას სასამართლოს ძალით? 

- არაფერია გამორიცხული მათ შორის სასამართლო'. 

პროკურატურის შესახებ კანონის(მუხლი 31), თანახმად, იუსტიციის მინისტრის პოსტის დასაკავებლად აუცილებელია უმაღლესი იურიდიული განათლება, რადგან იუსტიციის მინისტრი ამავე დროს პროკურორიცაა. წულუკიანმა პროკურორის ფუნქცია გენერალ კალანდაძის დაკავებისას გამოიყენა. მან პირადად დააკავა გენ-შტაბის უფროსი. თუ აღმოჩნდა, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს (მინისტრი საზოგადოებას დიპლომს უმალავს), სპეციალისტების აზრით, საეჭვო ხდება მისი ყველა გადაწყვეტილება. ასევე, აუცილებელი გახდება წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენებაც. 

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები