მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ხვალ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

ხვალ, 15 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდო ვერსეტრველე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში 2012 წლის 15 მარტს საქართველოს ეწვევა.

როგორც 'ჯი-ეიჩ-ენს' გერმანიის საეჩოდან აცნობეს, მინისტრი საქართველოში პოლიტიკურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და თავის 
ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან.

ვესტერველე ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს.

გიდო ვესტერველესა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს, 2012 წლის 15 მარტს 16:30 საათზე გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.

ხვალვე მინისტრი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპუსი, სააქტო დარბაზი) სტუდენტებისა და სხვა მოწვეული სტუმრების წინაშე წაიკითხავს მოხსენებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპასთან ურთიერთობების შესახებ.

მოხსენების შემდეგ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან მინისტრს. (აკრედიტაცია უნივერსიტეტში სავალდებულოა;

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი წინ უძღვის გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბელესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

მინისტრთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ გერმანიის მთავრობის რწმუნებული 
ადამიანის უფლებათა საკითხებში, მარკუს ლიონინგი, ასევე 
ბიზნესმენთა დელეგაცია და პრესის წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით საღამოს გაიმართება ოფიციალური ვახშამი, რის შემდეგაც ვესტერველე დელეგაციასთან ერთად ერევანში გაემგზავრება.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები