მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ხვალ საქართველოს კარლ ბილდტი ეწვევა

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ხვალ, 14 ივნისს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. 
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოაგდილემ, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საკმაოდ ფართოა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დღის წესრიგი. გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები. 
კალანდაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შვედეთის განვითარების სააგენტოს, SIDA-ს საქმიანობას საქართველოში. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ქართული მხარე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაციას მიაწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ , ასევე, რუსეთის მიერ დაგეგმილ ტერაქტებთან დაკავშირებით.
'ეს კარლ ბილდტის მერვე ვიზიტია საქართველოში. ის ჩვენს ქვეყანაში მარტში იმყოფებოდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს,  რომ შვედეთის მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება დიდია', - განაცხადა კალანდაძემ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები