მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯარში გაწვეულ ახალგაზრდებს რუსეთი სირიაში გზავნის

ორგანიზაცია „სანკტ-პეტერბურგის ჯარისკაცთა დედების' ხელმძღვანელი ელა პოლიაკოვა აცხადებს, რომ მის ორგანიზაციას მიმართა ჯარისკაცის დედამ, რომელიც ამბობს, რომ ჯარში გაწვეული მისი შვილი სევასტოპოლიდან სირიაში გაგზავნეს.

როგორც პოლიაკოვა თავის ბლოგზე წერს, დედისთვის ეს მოულოდნელი იყო. მან იცის მხოლოდ ის, რომ მისი შვილი სადესანტო-მოიერიშე გემით სევასტოპოლიდან სირიისკენ 5 ივლისს გავიდა. ხომალდის სახელწოდებას კი ზუსტად, ვერ ამბობს.

ორგანიზაციამ უკვე გაუგზავნა წერილები რუსეთის არმიის მთავარსარდალსა და სამხედრო პროკურატურას კითხვით, სად გზავნიან ჯარისკაცებს?

პოლიაკოვას თქმით, ჯარში გაწვეულთა რუსეთის საზღვრებს გარეთ გაგზავნა 2008 წლიდან აკრძალულია.

„ჩვენ, რა, ომში ვიღებთ მონაწილეობას?' - კითხულობს პოლიაკოვა.

ის ამბობს, რომ ხელთ აქვს რამდენიმე დედის წერილი და ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას, რომ სირიაში გაგზავნილია ორი პეტერბურგელი ახალგაზრდა, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები