მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯეიმს აპატურაი - ნატო კომპრომისზე არ წავა, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება

ნატო კომპრომისზე არ წავა, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ნატო-ს წევრი ქვეყნები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ აღიარებენ. რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუ ის ალიანსის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

'პროგრესი დიდია. საქართველო ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნები. ჩვენ ამის შესახებ ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ', - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ პატარა ქვეყნიდან 1000 ჯარისკაცის ავღანეთში, მძიმე პირობებში გაგზავნა ძალიან დიდი წვლილია.

'თქვენ 7 ჯარისკაცი დაკარგეთ და მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს', - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობები სწორად ვითარდება და ორივე მხრიდან საკმაოდ დაძაბული მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება რეფორმებს, აპატურაიმ გამოყო საკონსტიტუციო რეფორმები და აღნიშნა, რომ ნატო მიესალმება კონსტიტუციურ რეფორმებს.

'ჩვენ ასევე ვაკვირდებით საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით მიმდინარე მოლაპარაკებებს და ვადასტურებთ ვალდებულებებს, რომ სამხედრო განათლების, თავდაცვის სტრუქტურების მიმართულებით, ნატო საქართველოს დახმარებას გაუწევს', - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ამბები.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები