მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯეიმს აპატურაი: საქართველომ ნატო-სთან დაახლოების გზაზე პროგრესს მიაღწია და ამას ალიანსის ყველა წევრი ხედავს

ჩიკაგოს სამიტის დაწყებამდე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი 'მოამბეს' ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველომ ნატო-სთან დაახლოების გზაზე პროგრესს მიაღწია და ამას ალიანსის ყველა წევრი ხედავს.

აპატურაის განცხადებით, ,,ნატოს' კარი ღიაა ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.

,,ნატოს კომუნიკეში ხაზგასმით ჩაიწერება, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კარი ღია რჩება. გაფართოვება იქნება. პროცესი გრძელდება და ეს აისახება სამიტის დეკლარაციაში აუცილებლად. თითოეული იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც მიისწრაფვის ალიანსისკენ ცალ-ცალკე იქნება განსაზღვრული რა უნდა გაკეთდეს, ვგულისხმობ, სპეციფიკურ თემებს და საკითხებს. Mმაგრამ რაც მთავრია ეს არის მხარდაჭერა, რომ ჩვენ ერთად ვართ. გაიმართება შეხვედრა ,,ნატოსა' და იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელსაც ვუწოდებთ ასპირანტ ქვეყნებს და სახელმწიფოებს, რომლებიც მიისწრაფვიან ,,ნატოს' სრულუფლებიანი წევრობიკსენ', _ განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ,,ნატოში' გაწევრიანების გზაზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

,,მე, დარწმუნებული ვარ, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ნატოს სამიტის საბოლოო კომუნიკეში იქნება ასახული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია'.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები