მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯეიმს აპატურაი: 'საქართველოს ნატოში გაწევრიანების დიდი შანსები აქვს'

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დიდი შანსები აქვს. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ სომხეთში ვიზიტისას გააკეთა. 
'ფაქტობრივად, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მკაფიოდ დაანახა ყველას, რომ ისინი ნატო-სკენ მიმავალ გზას და წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების რეალიზებას აგრძელებენ', - აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქით, ალიანსის გეგმებში რეგონში საკუთარი არსებობის ეტაპობრივი გაფართოება შედის.

'ვფიქრობ, რომ ერევანში მზად არიან ნატოს-თან ურთიერთობები გააღრმავონ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი მზაობა ნატო-შიც არის. ალიანსი მზადაა გააღრმავოს ურთიერთობა სომხეთთან და ზოგადად, რეგიონთან. ჩემი ვიზიტის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გავიგოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში', - აღნიშნა აპატურაიმ. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები