მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯენიფერ რუბინი – ობამა მედვედევს შეატყობინებს, რომ საქართველოს შეიარაღებას მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა დიმიტრი მედვედევს ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების დაბლოკვით დაემუქრება, თუ რუსეთი ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას არ გამოასწორებს , - ამის შესახებ გაზეთ Washington Post- ის მიმომხილველი ჯენიფერ რუბინი საკუთარ ბლოგზე წერს. ინფორმაციას 'ინოპრესა' ავრცელებს.
რუბინის აზრით, ობამა ასევე ეტყვის მედვედევს, რომ ამერიკა საქართველოს თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის.
მსგავს დასკვნას მიმომხილველი რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაანალიზებისა და კონგრესში წარდგენილი ახალი კანონპროექტის შინაარსის განხილვის შედეგად აკეთებს.
რუბინის თქმით, ხადარკოვსკისადმი გამოტანილი განაჩენის მიმართ თეთრი სახლის უმოქმედობამ აშშ-ის კონგრესს აქტიური ქმედებებისკენ უბიძგა.
სენატორ ბენ კარდინის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსი მაღალჩინოსნებისთვის მთელი რიგი სანქციების დაწესებას გულისხმობს. მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა და აშშ-ში ანგარიშების არსებობის შემთხვევაში, მათი გაყინვაა.
თუმცა, ჯენიფერ რუბინი აქვე აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი, არასაკმარისად შეშფოთებულია იმისთვის, რომ სანქციები რუს ჩინოვნიკებს თავად დაუწესოს.
შესაბამისად, Washington Post- ის მიმომხილველი ასკვნის, რომ შეხვედრაზე, რომელიც ობამასა და მედვედევს შორის რამდენიმე დღეში შედგება, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისას ვმო-ში გაწევრიანების დაბლოკვით დაემუქრება და შეატყობინებს, რომ საქართველოს თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები