მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯოზეფ ბაიდენი - ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთს ყველაფერში, მაგალითად, არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთს ყველაფერში, მაგალითად, ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ქვეყანას , რომელსაც აქვს გავლენის სფერო. ჩვენი პოზიცია კვლავ უცვლელია: სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად აირჩიონ მოკავშირეები, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა. 
მისივე თქმით, საქართველო და ბალკანეთის ქვეყნები ისწრაფვიან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
'ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროექტი - 'თავისუფალი და ერთიანი ევროპა'. ინტეგრაციის ტემპს განსაზღვრავენ თავად ასპირანტი ქვეყნები, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, რათა დავეხმაროთ მათ ევროპასა და ტრანატლანტიკურ ალიანსში კანონიერი ადგილის დასამკვიდრებლად', - აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები