მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯონ ბასის აზრით, ვანო მერაბიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო

აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა ჟურნალისტებისა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის გუშინ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 
ჯონ ბასი გუშინდელ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის დიალოგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მაღალი რანგის პირს შორის, მნიშვნელოვანია.
'ჩემი შეხედულება და ის, რას ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბევრად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება. ნებისმიერი დიალოგი მაღალი რანგის პირსა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ჟურნალისტებს შორის არის მნიშვნელოვანი. ამ შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა შეხვედრას პოზიტიურ ფაქტად ვაფასებ', - აღნიშნა ჯონ ბასმა.
გუშინ დაკავებული ფოტორეპორტიორების საკითხთან დაკავშირებით, შს მინისტრსა და ჟურნალისტებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები