მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯონ ბასი დღეს აჭარას ესტუმრება

შშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს აჭარას ესტუმრება. დღესვე ელჩი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საზეიმოდ აღნიშნავენ ოლადაურისა და ზემო ვაშლოვნის საჯარო სკოლების აღდგენითი სამუშაოების დასრულებას. 
აშშ-ს მთავრობამ გამოყო 12.7 მილიონი აშშ დოლარი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ახორციელებს სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს. პროექტის მეშვეობით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და მოშორებით მდებარე რაიონების 48 სკოლაში, რაც 11,000-ზე მეტი მოსწავლისთვის სასწავლო გარემოს გააუმჯობესებს. 
3 მაისს კი ელჩი დაესწრება ბათუმის #6 საჯარო სკოლაში შეკრებილ აჭარის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების შეკრებას. სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობებს აშშ-ის მთავრობა ხელს უწყობს USAID-ის მიერ განხორციელებული, 2.69 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 'სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის' (ACETT) მეშვეობით. ელჩი და მისი თანმხლები სტუმრები მოინახულებენ სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ გამოფენილ მასალას, ფოტოებს, ნახატებს და შეხვდებიან მოსწავლეებს. 
იმავე დღეს ელჩი დაესწრება აგრეთვე დასაქმების ფორუმს, რომელიც USAID-ის ორწლიანი, 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 'კონსულტაციისა და დასაქმების (JCP) პროექტის' ხელშეწყობით ტარდება. JCP პროექტს ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). JCP პროექტი სამუშაოს მაძიებლებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებს, მომსახურებას უწევს დასაქმებზე კონსულტაციებით, მათი პროფესიული გადამზადების კურსებზე და არსებულ ვაკანსიებზე გადამისამართებითა და დასაქმებით. 
ოზურგეთში, გურიის ახალგაზრდების რესურს-ცენტრში, ელჩი შეხვდება 'ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის' მონაწილეებს. ამ ორწლიანი პროგრამით უკვე ისარგებლა ახალციხის, გორის, ოზურგეთისა და რუსთავის ასმა მოსწავლემ.
ელჩი შეხვდება გურიაში მომუშავე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და მათთან ერთად აღნიშნავს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს. აშშ-ის ელჩი შეხვდება აგრეთვე გურიაში მცხოვრებ 'მშვიდობის კორპუსის' მოხალისეებს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები