მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯონ ბასი - მნიშვნელოვანია როგორც მშვიდობის მიღწევა, ასევე მუშაობა მისი შენარჩუნებისთვის

მნიშვნელოვანია როგორც მშვიდობის მიღწევა, ასევე მუშაობა მისი შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა , სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა  უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
აშშ-ის ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების დახმარება, ვისაც ამ თვალსაზრისით პრობლემები აქვს, რათა ყველგან ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები იყოს დაცული ისე, როგორც ეს არის დასავლეთში.
საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებმა და დიპლომატებმა ასევე პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველ მეომრებს. 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში ქართველი მეომრების  წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია   ვეტერანების უფლებების დაცვა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები