მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯონ ბასი - ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის,  ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს განუცხადა. 
'ჰილარი კლინტონის ვიზიტის თარიღის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით და, როგორც კი შევიტყობთ, ამას, რა თქმა უნდა, თქვენც შეგატყობინებთ', -  აღნიშნა  ჯონ ბასმა. 
ასევე, ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჰილარი კლინტონი. ბასის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ისაუბრებს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაზე და მისი გაგრძელების პერსპექტივებზე.
'განხილვის თემა იქნება ასევე ნატო-ს მისიაში საქართველოს მონაწილეობა, რომლის გამოც ჩვენ ქართული მხარის ძალიან მადლიერი ვართ', - აღნიშნა ბასმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები