მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჯონ მაკკეინი ეგვიპტეში ჩავიდა

 

ჯონ მაკკეინი ეგვიპტეში ჩავიდა. ამერიკელი სენატორი ქაიროში, ტაჰრირის მოედანზე მივიდა. 'მე ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი იმ მოედანზე, სადაც დაიწყო რევოლუციების ის ტალღა, რომელიც მსოფლიოში ცვლილების წყარო გახდა', - აღნიშნა მაკკეინმა.

ეგვიპტელებთან მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და დემოკრატიის დამყარებასა და ეკონომიკის განვითარებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.

დღესვე, ეგვიპტეში ვაჭრობის მინისტრი გაასამართლეს. რაშიდ მუჰამედს 5 წელი მიუსაჯეს. მას სახელმწიფო ქონების მითვისება და ხარჯვა ედებოდა ბრალად.

რაშიდი თანამდებობას გასული წლის იანვრამდე იკავებდა. ის მუბარაქის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე იყო.

ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა იანვარში, მასობრივი გამოსვლების დაწყებისთანავე ეგვიპტე დატოვა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები