მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ჰერალდ ტრიბუნი' - მარტოოდენ კაშკაშა მინის შენობებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ

'საქართველოს იუსტიციის სახლები მარგალიტია მის გვირგვინში, მაგრამ მარტოოდენ კაშკაშა მინის შენობებით, კრიალა მომწვანო-მოყვითალო მოსაცდელებით და სენსორული კომპიუტერებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ ', - ეს შეფასება ჰეილი სვითლენდ ედვარდსს ეკუთვნის, რომლის სტატიაც გავლენიან ამერიკულ გამოცემა 'ჰერალდ ტრიბუნ'-ში გამოქვეყნდა. სტატიის თარგმანს 'foreignpress' ავრცელებს.
სტატიის ავტორი რუსთავის იუსტიციის სახლში პირადად მიღებულ შთაბეჭიდლებებს დეტალურად აღწერს. 'რუსთავის იუსტიციის სახლში (ასეთი ცენტრი, ამ პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც სულ 4.6 მილიონს შეადგენს, ექვსია) იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ან პასპორტი განმეახლებინა, ან ქონება დამერეგისტრირებინა, ან ახალი კომპანიის დაარსება გამეფორმებინა. მე არ მჭირდებოდა არც ერთი იმ 250 სახეობის მომსახურებიდან, რომლის მიღებაც ამ ერთ ჭერქვეშაა შესაძლებელი. მე იმისთვის მოვედი, რომ საკუთარი თვალით დამენახა, როგორ მუშაობს ეს ახალი, ცნობილი, მრავალფუნქციური ადმინისტრაციული სამსახურები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას საქართველოს დრამატული და ასიმეტრიული განვითარების იდეალურ სიმბოლოს ქმნის', - ნათქვამია სტატიაში. 
ავტორის თქმით, მთავრობა, რომელმაც სხვადასხვა სახის რეფორმებში, საბჭოთა ქვეყნების უმეტესობისთვის გაუგონარ წარმატებებს მიაღწია, უსუსურად დამარცხდა სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში.
'როგორ ხდება, რომ საქართველოს, რომელმაც მოახერხა ათწლეულობით დაცული საარქივო მასალის ცენტრალური ბაზის შექმნა, მთლიანად შეცვალა საჯარო მომსახურება და იუსტიციის სახლების ისეთი ფლოტი ააშენა, სადაც თანამშრომლების უნიფორმა და ავეჯი ერთ ფერშია გადაწყვეტილი, ამავე დროს ისეთი სასამართლო სისტემა აქვს, რომელსაც ბრალდებულთა 98 პროცენტისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს?!', - აღნიშნულია სტატიის დასასრულს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები