მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰექტორ ტიმერმანი: არგენტინა კონფლიქტურ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციას იზიარებს

არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰექტორ ტიმერმანის განცხადებით, საქართველოსა და არგენტინას შორის ყველა მიმართულებით იგეგმება თანამშრომლობა, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.

როგორც დღეს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჰექტორ ტიმერმანმა განაცხადა, არგენტინა იზიარებს საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაეროს პოზიციას.

„არგენტინა პირველი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ ყოფნა. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მსოფლიო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი გახდეს. არგენტინა იზიარებს საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაეროს პოზიციას და მის მიერ მიღებულ ყველა რეზოლუციას. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. თქვენი ქვეყანა შორს არის ჩვენგან, მაგრამ ახლოს არის ჩემს გულთან',- განაცხადა მინისტრმა.

internet.ge 

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები