მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონის შემცვლელის გამოწვევები

ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის შემცვლელს წინ არაერთი გამოწვევა ელოდება - დაწყებული ე.წ 'არაბული გაზაფხულის' ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში ტერიტორიული დავებით დამთავრებული.

თუმცა, ამ გამოცდების გარდა, ახალი სახელმწიფო მდივანი სხვა, უფრო დიდი გამოწვევის წინაშეც დგას: როგორ უნდა მოახდინოს შეთანხმება უფრო და უფრო სკეპტიკურად განწყობილ კონგრესთან.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის არაერთი საკითხი მხოლოდ შიდა წინააღმდეგობის გამო რჩება გადაუჭრელი. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განლაგება, რომელიც ირანიდან წამოსული სარაკეტო საფრთხის აცილებას ითვალისწინებს. ეს ის თემაა, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთ-ამერიკის შედარებით გაუმჯობესებულ ურთიერთობაზე გავლენას ახდენს. რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ თუ ამერიკა რუსეთის საზღვრებთან ახლოს 'აეგის'-ის ტიპის ანტირაკეტების განლაგებას გეგმავს, ამას 'რუსეთის მკაცრი რეაქცია მოჰყვება.'

თუმცა, აღნიშნულ საკითხში ამერიკას არჩევანის გაკეთება, ფაქტობრივად, აღარ შეუძლია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სისტემით ამერიკა რეგიონში საკუთარ პარტნიორებს ირანის ბალისტიკური რაკეტის ამბიციებისაგან იცავს. თავდაცვითი სისტემა ამერიკას ასევე საშუალებას აძლევს, ირანის პრობლემის გადასაჭრელად მეტი დრო მისცეს დიპლომატიას. რუსეთი კი იურიდიულ გარანტიებს ითხოვს. სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრის, დემოკრატი სენატორის ჟენი შაჰეენის თქმით: 'მსგავსი გარანტიების მიცემა შეუძლებლია და ეს აუცილებლობასაც არ წარმოადგენს'.

თუმცა, ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის. კონგრესი ასევე ძალიან მცირე ენთუზიაზმს იჩენს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციისთვის, ერთი მხრივ, ამერიკასა და, მეორე მხრივ, სამხრეთ კორეასა და კოლუმბიას შორის. აზიის ქვეყნები კი ნაკლებად დაუჭერენ მხარს ამერიკასთან მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, თუ ეკონომიკურ კავშირები ძნელად მისაღწევი გახდება.

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის იურიდიული მრჩეველი ჯონ ბელინჯერი აღნიშნავს, რომ სენატმა 'მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოყოლებული, სხვა ადმინისტრაციებთან შედარებით, ობამას ადმინისტრაციის ყველაზე ნაკლებ ხელშეკრულებას დაუჭირა მხარი.' ბელინჯერის აზრით, მსგავსი მარცხი გასაკვირია იქიდან გამომდინარე, რომ ობამა, კლინტონი და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავად ყოფილი სენატორები არიან, რომელთაც ეროვნული უსაფრთხოების აპარატში კონგრესის თანამშრომლები ჰყავთ დასაქმებული.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წამყვან თანამდებობზე ობამა თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს ისეთი სენატორების დანიშვნას განიხილავს, როგორებიც არიან ჯონ კერი და ჩაკ ჰაგელი (ყოფილი 'რესპუბლიკელი' სენატორი). პრეზიდენტმა უნდა შეახსენოს თითოეულ მათგანს, რომ მათი დანიშნულებაა, კარგად აუხსნან ამერიკის კონგრესს, რატომ არის ამერიკის ასეთი დიპლომატია აუცილებელი და რატომ ემსახურება თითოეული შეთანხმება ამერიკის ინტერესებს. თუ თუ დაფიქსირდება, რომ ობამას საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შეთანხმებების გატანა არ ძალუძს, მაშინ მას უფრო გაუჭირდება სხვა ქვეყნების დაწმუნება, მიიღონ მისი დიპლომატიური ინიციატივები.

24 საათი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები