მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონი ევროპასა და კავკასიის ქვეყნებში ტურნეს იწყებს

დღეს, 31 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში ტურნეს იწყებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კლინტონი ეკოლოგიის, უსაფრთხოების, საერთაშორისო თანამშრომლობის, ავღანეთში, სირიასა და ირანში შექმნილ ვითარებებს განიხილავს. 
'სახელმწიფო მდივანი 31 მაისიდან 7 ივნისამდე ეწვევადანიას, შვედეთს, სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს', - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
კავკასიის ქვეყნებში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანი რეგიონალური უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს განიხილავს.
'4 ივნისს სახელმწიფო მდივანი სომხეთში პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვედება. ასევე გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 5 ივნისს მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხების კომისიიის პლენარული სხდომის გახსნაში, ბათუმში. ის, ასევე შეხვდება ქვეეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, გამართავს შეხვედრებს პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან', - აღნიშნავს პრეს-სამსახური. 
აზერბაიჯანში კლინტონი 6 ივნისს ჩავა. იქაც გაიმართება შეხვედრები პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 
ბაქოდან კლინტონი თურქეთში გაემართება და კონტრტერორიზმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება. შეხვდება ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
 'ჯი-ეიჩ-ენი' 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები