მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეგვიპტეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელში ჩავიდა.

ჰილარი კლინტონი ისრაელის ხელისუფლებას ეგვიპტის პრეზიდენტის მიერ ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესრულების პირობას გადასცემს, რადგან ისრაელში გარკვეული შიში არსებობს ეგვიპტის ხელისუფლებაში ისლამისტების მოსვლის გამო.

ამავე დროს გაიმართება მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ, რომელიც ასევე წარმოადგენს ისრაელის შეშფოთების მიზეზს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას ასევე შეეხება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის განახლების საკითხს.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები