მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონი რუსეთს ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებს იმაში, რომ ბაშარ ასადი კვლავ სირიის პრეზიდენტის პოსტზე რჩება .
უცხოური მედიის ცნობით, როგორც ჰილარი კლინტონმა მერილინდში, სამხედრო-საზღვაო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის უარი, შეერთებოდა მათ კონსტრუქციული გეგმების შემუშავებაში, ბაშარ ასადს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას აძლევს, რითაც ეს უკანასკნელი სარგებლობს და იგნორირებას უკეთებს, როგორც თავისი ხალხის, ასევე მთელი მსოფლიოს მოთხოვნებს. 
როგორც კლინტონმა აღნიშნა, სირია სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა და პირობა დადო, რომ უახლოეს პერიოდში თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება და შეეცდება ერთობლივ შეთანხმებას მიაღწიოს, თუნდაც სირიის მოსახლეობის ჰუმანიტარული ტვირთით უზრუნველყოფის შესახებ. 
რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები არიან, ორჯერ დაბლოკეს სირიის მიმართ მიღებული რეზოლუცია. ოფიციალური მოსკოვი და პეკინი შიშობენ, რომ ამ რეზოლუციების მიღებით სირიაში ლიბიის სცენარი განმეორდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები