მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 4-7 ივნისს სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ესტუმრება, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამ ქვეყნის პრეზიდენტებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან „რეგიონალური უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს' განიხილავს, ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს.

საქართველოში კლინტონი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაში, რომელიც 5 ივნისს ბათუმში გაიმართება. 

სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში რაიმე სპეციალური ფორუმი ან კონფერენცია არ იგეგმება.

ჰილარი კლინტონის კავკასიის ქვეყნებში სტუმრობა ევროპული ტურნეს ფარგლებში მოხდება, რომელიც 31 მაისიდან 7 ივნისამდე გაგრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავა დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში. სკანდინავიის ქვეყნებიდან კი სამხრეთ კავკასიაში, ბოლოს, ის თურქეთს ეწვევა.

სტამბულში კლინტონი ტერირიზმთან ბრძოლის გლობალური ფორუმის თანათავმჯდომარე იქნება. თურქეთის ხელმძღვანელობასთან კი განიხილავს რიგ საერთაშორისო, მათ შორის, ირანთან და სირიასთან დაკავშირებულ საკითხებს.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები