მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოვა, ოფიციალურ შეხვედრებს კი, ხვალ დილიდან დაიწყებს . 
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კლინტონის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, დაახლოებით 20.00 საათის შემდეგ დაეშვება. 
კლინტონი 5 ივნისს ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის. 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პოლიტიკოსების ფართო წრეს. დაგეგმილია კლინტონისა და სააკაშვილის ერთობლივი ბრიფინგიც. 
ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ბაქოდან სახელმწიფო მინისტრი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები