მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონი - აშშ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ჩვენ უარვყოფთ რუსეთის ოკუპაციას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სასტუმრო 'რედისონში' გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. 
როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები მომხრეა, კონფლიქტები მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირდეს. მან ისაუბრა კონფლიქტების მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე. 
'ეს სიტუაციის ტრანსფორმირებაში დაგვეხმარება', - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. 
ასევე, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები