მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონი - საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში ძლიერი თანამშრომლობა აქვთ

საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა აქვთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში , სასტუმრო 'რედისონში', ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას აიღეს ვალდებულება, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. კლინტონის განცხადებით, საუბარია საქართველოს თავდაცვის რეფორმებში მხარდაჭერაზე, ქართული ჯარის მოდერნიზაციაზე, ტრენინგებზე და აღჭურვაზე. 
ჰილარი კლინტონმა ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე და განაცხადა, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ISAF-ის მისიაში, რასაც ალიანსის წევრები აფასებენ.
'ჩვენ ჩიკაგოს სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯდები გადადგა ნატო-ს სტანდარტებისკენ', - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
მისი თქმით, ძალაში რჩება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
'საჭიროა ტრენინგებისა  და მოდერნიზაციის გაგრძელება და აღჭურვა საქართველოს ჯარებისთვის, რომ  ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა ISAF -ის  ოპერაციებში ავღანეთში, გააუმჯობესონ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა და ნატო-ს თავსებადობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველომ მთავარი ნაბიჯები გადადგა ნატო-ს სტანდარტების მისაღწევად,  ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას, რათა მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით მომავალი გადაწყვეტილებები', -განაცხადა კლინტონმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში ძლიერი თანამშრომლობა აქვთ - ჰილარი კლინტონი

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები