მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონმა იულია ტიმოშენკოსთან აშშ-ის ელჩის შეშვება მოითხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა უკრაინის ხელისუფლებისგან იულია ტიმოშენკოსთან აშშ-ის ელჩის შეშვება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კლინტონის განცხადებით, აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული, თუ როგორ ეპყრობიან უკრაინის ექს-პრემიერს საპყრობილეში და ითხოვს სასწრაფოდ ჩაუტარდეს მას საჭირო სამედიცინო მომსახურება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ფოტო, სადაც აღბეჭდილია ტიმოშენკოსთვის მიყენებული დაზიანებები, ბადებს კითხვას- რა პირობებში იხდის სასჯელს ექს-პრემიერი. 
იულია ტიმოშენკომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მას კოლონიაში ფიზიკურად უსწორდებიან. ამის დამადასტურებლად მან ფოტოებიც წარადგინა. 
ციხის ადმინისტრაცია ტიმოშენკოს ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აპირებს პატივისა და ღირსების დაცვისთვის სასამართლოს მიმართოს.
იულია ტიმოშენკოს პატიმრობის პირობები ევროპის ქვეყნების ლიდერებმაც გააპროტესტეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანელ ჩინოვნიკებს უკრაინაში ჩასატარებელ 'ევრო 2012'-ის საფეხბურთო მატჩების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. 
ამასთან, იულია ტიმოშენკოს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები