მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ჰილარი კლინტონს საქართველოში სპეციალურ საჩუქარს გადასცემენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს თბილისში ვიზიტისას, სპეციალურ საჩუქარს გადასცემენ.  

როგორც 'ინტერნეტ.ჯი'-ს ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა, ილია ზუკაკიშვილმა განუცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტთან და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კლუბის,  ქართულ-ამერიკული ქარტიის მხარდამჭერი სამუშაო ჯგუფისა და გამომცემლობა მინიატურის ინიციატივით სპეციალური საჩუქარი -  მინიატურული წიგნი დამზადდა.  

მისი თქმით, წიგნში  შესულია 200 ფოტო - „ჰილარის ვიზიტები მსოფლიოში' და „ქართულ-ამერიკული ქარტია', რომელსაც საჩუქრად ჰილარი კლონტონს გადასცემენ.

ზუკაკიშვილის შეფასებით, წიგნი იშვიათ საკოლექციო გამოცემას  წარმოადგენს.

 Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები