მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ჰუმან რაითს ვოტჩი:” ბუშის, ჩეინის, რამსფელდის და ტენეტის მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია 'ჰუმან რაითს ვოტჩი' აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ითხოვს. ორგანიზაციამ 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს წამების მეთოდების სისტემურ გამოყენებას შეეხება. 107-გვერდიანი დოკუმენტი ერთგვარი 'ბრალდებაა' არამხოლოდ ამერიკის ყოფილი ლიდერის, არამედ მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის, თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდისა და 'cru'-ს ხელმძღვანელის ჯორჯ ტენეტის წინააღმდეგ, რომლებმაც დაკითხვების დროს დაუშვეს ისეთი მოპყრობა, როგორიცაა წყალში დახრჩობა, ასევე 'cru'-ს საიდუმლო ციხეები და ეჭვმიტანილთა გადაცემა იმ ქვეყნებისათვის, სადაც წამების მაღალი რისკია. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ ადამიანთა წამების დამამტკიცებელი მასალები ბარაკ ობამას ავალდებულებს, გასცეს ბრძანება და აამოქმედოს სანქციები აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის წინააღმდეგ' - ნათქვამია დოკუმენტში.

 

'სახეზეა ყველა საფუძველი, რათა მათ მიმართ დაიწყოს გამოძიება, რადგან ისინი იძლეოდნენ დასტურს წამებასა და სამხედრო დანაშაულებებზე. აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი წამებას უყურებს, როგორც საკითხის წარუმეტებელ პოლიტიკურ გადაწყვეტას და არა როგორც დანაშაულს. მკაცრი საფუძვლის გარეშე, რომ წამება დაუშვებელია, ობამას მითითება, არ გამოიყენონ მსაგავსი ზომები, ნებისმიერ დროს შეიძლება უგულებელყოფილი იყოს,' - ამბობს 'ჰუმან რაითს ვოტჩის' აღმასრულებელი დირექტორი კენეტ როსი.

ის შეახსენებს ამერიკის ადმინისტრაციას, რომ თუ აშშ-ში გამოძიება არ დამაჯერებელი დაიწყება, ამერიკელ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი დევნა, საერთაშორისო ნორმების თანახმად, სხვა ქვეყნებმა უნდა დაიწყონ.

2009 წელს გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა თავის მოადგილეს ჯონ დიურჰემს დაავალა დაკავებულებთან დაუშვებელი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაეწყო, თუმცა მხოლოდ 'არასანქცირებული' მოქმედებების ფარგლებში. ეს ნიშნავდა, რომ არ შეეხებოდნენ წყლით დახრჩობასა და სხვა მეთოდებს, რომლებიც სანქცირებული იყო ბუშის დროს. ჰოლდერმა მხოლოდ 2 საქმის გამოძიება დაიწყო. 'ჰუმან რაითს ვოტჩის' აზრით, საქმეების ასეთი დიფერენცირების გამო, შეუსწავლელი დარჩა წამების სისტემური ხასიათი და იმის აქცენტირება, რომ ეს იყო არა ცალკეული შემსრულებლების ინიციატივა, არამედ ზევით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება.

ჯორჯ ბუშმა საჯაროდ აღიარა, რომ ორ შემთხვევაში მისცა თანხმობა გამოეყენებინათ წყლით წამება, რაც აშშ-ში უკვე დიდი ხანია სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველია. სანქცია გასცა  'cru'-ს საიდუმლო ციხეების პროგრამაზე, რომლის წყალობითაც ადამიანები დიდი ხნით ქრებოდნენ და იზოლაციაში იმყოფებოდნენ. ბუში ასევე პასუხისმგებელია დაკავებულ პირთა ისეთი ქვეყნებისათვის გადაცემაზე, რომლებიც წამების მაღალი რისკით გამოირჩევიან, მაგალითად, ეგვიპტე და სირია.

 

დიკ ჩეინი იყო მთავარი არქიტექტორი იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო არაპროცესუალური დაკავებისა და დაპატიმრებისათვის კანონიერი სახის მიცემა.

რამსფელდი სანქციას აძლევდა უკანონო დაკითხვებს. ის მთლიანად საქმის კურსში იყო გუანტანამოს ციხის პატიმრის, მუჰამედ ალ-კატანის დაკითხვასთან დაკავშირებით, რომლის 'დამუშავებაც,' ერთობლიობაში, წამების კვალიფიკაციაში ექცევა.

ჯორჯ ტენეტი სანქციას გასცემდა და თავადვე აკონტროლებდა ისეთი მეთოდების მუშაობას, როგორიცაა წყლით წამება, სტრესული პოზები, სინათლისა და ხმის ზემოქმედება, ძილის არდაშვება და სხვა.

ორგანიზაცია ადგენს, რომ დაზარალებულებმა უნდა მიიღონ სამართლიანი და ღირსეული კომპენსაცია, რასაც წამების წინააღმდეგ კონვენცია ითვალისწინებს. 'ჰუმან რაითს ვოტჩის' რეკომენდაციით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი, ნეიტრალური კომისია, რომელიც შეისწავლის აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების, 'cru'-ს, სამხედროებისა და კონგრესის პოლიტიკასა და პრაქტიკას, რომელმაც დაუშვებელი მოპყრობის ფაქტები სისტემური გახადა. კომისიამ უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები, რათა მსგავსი დანაშაული აღარ განმეორდეს.

საერთაშორისო დანაშაულების საქმეებზე, ამერიკა, სავსებით სწორად მოუწოდებს სამართლიანობის დადგენისკენ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დარფური, ლიბია და შრი-ლანკა, მაგრამ როცა საკუთარი თანამდებობის პირებს ხელს აფარებს, ეს, სხვებს, საშუალებას აძლევს არაფრად ჩააგდონ გლობალური ძალისხმევა, დამნაშავეებს პასუხი აგებინონ, - ამბობს კენეტ როსი.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები