მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> '19 აპრილის' შიშით დაწყებული რეპრესიები

ივანიშვილის პოლიცია იდეალურია, ზეპარტიული და მიუკერძოებელი - გვიმტკიცებს ხელისუფლება, თუმცა ეს სადღაც ბიძინას პროგრამებში და ზღაპრებშია, რომელსაც პრემიერი ან სულაც შსს მინისტრი ძილის წინ საკუთარ შვილებსა და  საელჩოებში ზოგიერთებს უკითხავენ. 

რეალურად კი ღარიბაშვილის უწყება ოპოზიციაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა და კრიმინალის დევნიის სანაცვლოდ პოლიტიკური ანგარისსწორებითა და შანტაჟითაა დაკავებული. ყოველ შემთხვევაში, ფაქტები ამას მიუთითებენ.  

უკვე გახმაურდა, რომ  პოლიციელი იური ყუფენიაშს მინისტრღარიბაშვილის ბრძანებითპოლიტიკური დევნის მორიგიმსხვერპლი გახდა: ,,პირველის ნახევარზე, როდესაც სამსახური დავტოვე და შენობიდან გავედი, მანქანის წინა საქარე მინაზე დამხვდა ცესკოს კონვერტში ჩადებული 6 ცალი ფოტოსურათი, სადაც დაფიქსირებული ვიყავი ვანო მერაბიშვილთან, გიგი უგულავასთან და გოკა გაბაშვილთან ერთად.

მეორე დღეს, შს სამინისტროში დამიბარა კონკრუტურად ზურაბ ჭყოიძემ და გამათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან', - აცხადებს პოლიციელი.

თუმცა ეს არც პირველი და  არც უკანასკნელი შემთხვევაა, როცა ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიკურ პირებს  ემუქრებიან ან ზეწოლას ახორციელებენ. ამის შესახებ „პრესა ჯი' პერმანენტულად აქვეყნებს მასალებს. ამჯერად  კიდევ ერთი ახალი ფაქტი ხდება ცნობილი:    

,,ზუგდიდის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე პირადად ახდენენ ჩემზე ზეწოლას და დაკავებით მემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ პოზიციას არ შევიცვლი', - ამის შესახებ  'ნაციონალური მოძრაობის' ზუგდიდის შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ჭითანავამ განაცხადა. გიორგი ჭითანავას განცხადებით, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დღეს, 20 თებერვალს, დილაადრიან მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ნაცნობი, რომელმაც უთხრა, რომ მისი ნახვა ზუგდიდის პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს სურდა:

,,ამის შემდეგ პოლიციის სამმართველოდანაც დამირეკეს და მითხრეს, სასწრაფო საქმეა, სამმართველოდან ვრეკავთ და უნდა მოხვიდეო. როცა მივედი, ორივე ერთ ოთახში იყვნენ და მკითხეს, სასამართლოზე 'მარშრუტკების' ორგანიზებას რატომ უკეთებ და ხალხი რატომ მიგყავსო.

მეკითხებოდნენ, გვითხარი, ვინ დაგავალა და შენ არაფერი გემუქრებაო, რაზეც ვუპასუხე, რომ მცდარი ინფორმაცია ჰქონდათ. ამის შემდეგ ხარებავამ მითხრა, რომ ყველაფერი იცოდა ჩემზე და დაკავებით დამემუქრა. 'თუ არ დაეტევი ან ჩვენ მხარეს არ გადმოხვალ, შენი საქმე ცუდად იქნება', - მითხრა მან.

მე ვუპასუხე, რომ 10 თვის შვილი მყავს და მის წინაშე პირნათელი უნდა ვიყო, არსად გადასვლას არ ვაპირებ-მეთქი, რამაც ორივე გააბრაზა და მუქარით მითხრეს, რომ მითვალთვალებდნენ და ძალიან მალე დამაკავებდნენ.

გამაფრთხილეს, რომ 19 აპრილს არათუ ხალხის ორგანიზებაზე, მიტინგზე წასვლაზეც არ უნდა მეფიქრა და ჩემთან საუბარში აღნიშნეს, რომ 19 აპრილის ამბების ჩაშლის ბრძანება ზემოდან მიიღეს', - ამბობს გიორგი ჭითანავა  სააგენტოებთან და  ჟურნალისტებთან საუბრისას.

კიდევ უფრო მარაზმატიკულია  შემდეგი ფაქტი;  საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია ვდორაძისგანცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთ წევრსრომელიც სამტრედიის საკრებულოს წევრია,ფრაქციის არდატოვების შემთხვევაში აყვანილი შვილის შესახებ ხმების აგორებით ემუქრებიან.

გია თევდორაძის თქმით, საკრებულოს დეპუტატს მართლაც ჰყავს აყვანილი შვილი და უთვლიან, რომ თუ ის პოზიციას არ შეიცვლის, იზრუნებენ იმაზე, რომ ეს ბავშვმა გაიგოს. „ეს არის ძალიან უზნეო ზეწოლის მაგალითი', - ამბობს თევდორაძე.

ამავე დროს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ 27 აპრილს სამტრედიაში დანიშნული შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინ ზეწოლა მიმდინარეობს ასევე სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის' შტაბის ხელმძღვანელ ავთო სტურუაზე, რომელსაც პერმანენტულად იბარებენ პროკურატურაში

პოლიციის მხრიდან ნარკოტიკების ჩადების გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს ოპოზიციაც. ,,.მე მაქვს კონკრეტულიფაქტებიროგორ ხდება იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება, იუსტიციის სამინისტროსაც მივწერემაგრამ პასუხსარ მცემენ', - ამის შესახებ პარტია 'თავისუფალი საქართველოსლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

პრესკონფერენციაზე კახა კუკავამ აღნიშნა, რომ პრემიერთან და ახალი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გაძნელებულია და, ხშირ შემთხვევაში, მათთან დაკავშირება საერთოდ შეუძლებელია:

,,მე არ ვარ ამ ხელისუფლების ოპონენტი, მაგრამ არ მიძახებენ, პასუხს არ მწერენ არც ერთ მიმართვაზე და რეაგირება არა აქვთ. მე მაქვს კონკრეტული ფაქტები, როგორ უდებენ იარაღს , ნარკოტიკებს. წერილობით არ რეაგირებენ, მედიით მიმართვას მტკივნეულად აღიქვამენ, მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, გვითხარით ფორმა, სამუშაო რეჟიმში როგორ მივუთითოთ დარღვევებზე და უკანონობაზე, რომელიც სულ უფრო ხშირი ხდება'- აცხადებს კუკავა და დასძენს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ გამოძიება ჭიანურდება, მაშინ როცა 'ელიტა-ბურჯისა' და ბანკ 'ქართუს' საქმეები ოპერატიულადაა გამოძიებული.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები