მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 200 ათასი პოლიტპატიმარი და გაუჩინარებული ადამიანები ჩრდილო კორეაში

გაერო პირველად განიხილავს ადამიანის უფლებების დარღვევას კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საკითხი ეხება ქვეყნის შრომა-გასწორებით ბანაკებში არსებულ სიტუაციას. როგორც გაეროს კომისარმა ნავი პილაიმ განაცხადა, ჩრდილოეთ კორეის ციხეებში 200 ათასამე პოლიტპატიმარია.

გაეროს ადამიანის უფლებათა  საბჭო შეამოწმებს  ცნობებს ადამიანების გაუჩინარებასა და მკვლელობებზე. ამას გარდა, გაერო ვარაუდობს, რომ ჩრდილო კორეის  მთავრობა მიზანმიმართულად იჭერს მათ, ვისაც საკმაო პროდუქტები გააჩნია და ამიტომ კვების პროდუქტების ნაკლებობა ივლისსა და აგვისტოში იგრძნობა ხოლმე. თუმცა გაეროს წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა არ შეუძლიათ და ამიტომ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებსა და დევნილთა მონათხრობებს უნდა დაეყრდნონ.

კორეის  წარმომადგენელი გაეროში  ამ თემაზე მიღებულ რეზოლუციებს პოლიტიკურ ჟესტად აფასებს  და ირწმუნება, რო მის სამშობლოში ადამიანებს ისე იცავენ, როგორც „არსად მთელს მსოფლიოში'.

ადამიანის უფლებათა დარღვევის მონაცემები, შესაძლოა მომავალში ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობების  ბრალდების საფუძვლადაც იქცეს ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის მიმართ, თვლიან გაეროში.

ამჟამად ჩრდილოეთ კორეის ლიდერია კიმ ჩენ ინი. მან ეს პოსტი თავისი მამის კიმ ჩენ ირის სიკვდილის შემდეგ დაიკავა- 2011 წლის დეკემბერში. ახალი მმართველობის პირობებში ქვეყანა ვერ გახდა უფრო გახსნილი, ამიტომ ინფორმაციების მიღება კორეის სახალხო რესპუბლიკიდან უკიდურესად გართულებულია.

პრესა.GE

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები