მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16%–ით შემცირდა

'საქსტატის“ მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით, 16%–ით შემცირდა და 553.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2010 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 38%–ით შემცირდა და 120 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2010 წელს ყველაზე მეტი ინვესტიციები საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა - 143.2 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აშშ – 108.4 მლნ აშშ დოლარი.

მესამე ადგილზეა რუსეთი 51.3 მლნ აშშ დოლარით და მას მოსდევს აზერბაიჯანი – 46.6 მლნ დოლარით, არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 39.9 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი – 37.5 მილიონი აშშ დოლარით.

2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი, 193.9 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 35%) ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორმა მიიზიდა; შემდეგ მოდის მრეწველობის სფერო – 90.8 მილიონი აშშ დოლარი (16%); ფინანსური სექტორი – 89.5 მილიონი აშშ დოლარი (16%); უძრავი ქონება – 84.4 მლნ აშშ დოლარი (15%);  ენერგოსექტორი – 20.9 მლნ აშშ დოლარი (3.8%) და სოფლის მეურნეობა – 10.6 მლნ აშშ დოლარი (1.9%).

სივილ ჯორჯია

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები