მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 2012 წლის ადამიანებისა და კომპანიების - 'ოქროს პერგამენტის' კანდიდატების სია

2012 წლის ადამიანები და კომპანიები - „ოქროს პერგამენტის' ლაურეატები 24 დეკემბერს დასახელდებიან. 

„ოქროს პერგამენტის' ლაურეატები წელს 12 ნომინაციაში დასახელდებიან, რომელთაგან 11 გამარჯვებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდება, ხოლო ერთ ნომინანტს ორგანიზატორი - ახალი ამბების სააგენტო GHN დაასახელებს.

'ტრადიციულად ერთადერთი ნომინაცია სადაც რესპოდენტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება არის 'წლის ადამიანი', სხვა ნომინაციებში გამოკითხვის ანკეტაში მითითებულია კონკრეტული კანდიდატები, რომლებიც რეიტინგული გამოკითხვით შეირჩნენ. ამასთან, ისევე როგორც გასულ წელს, ორგანიზატორები გავცემთ საპატიო „ოქროს პერგამენტსაც', - აცხადებს ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის' დირექტორი გოჩა მირცხულავა.

ორგანიზატორების განცხადებით, სულ საქართველოს მასშტაბით გამოკითხული იქნება 3 ათასამდე რესპოდენტი. 
2012 წლის „ოქროს პერგამენტის' ლაურეატები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და „ოქროს პერგამენტის' საპატიო ლაურეატი.

2012 წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად გამოკითხვის ანკეტაში შეყვანილნი არიან შემდეგი კანდიდატები:

წლის პოლიტიკოსი

მიხეილ სააკშვილი
ბიძინა ივანიშვილი
ვანო მერაბიშვილი
ირაკლი ალასანია 
თეა წულუკიანი
დავით უსუფაშვილი

წლის ბიზნესმენი

ლაშა პაპაშვილი (რედიქსი)
ირაკლი გილაური (საქართველოს ბანკი)
ვლადიმერი გურგენიძე (ლიბერთი ბანკი)
სოსო ფხაკაძე (ვისოლი ჯგუფი)
კახა ბენდუქიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი)
გიორგი რამიშვილი (სილქ როუდ ჯგუფი)
მამუკა ხაზარაძე (თი-ბი-სი ჯგუფი)
თემურ კოხოძე (თეგეტა მოტორსი)

წლის ხელოვანი

დიტო ცინცაძე (რეჟისორი)
ნინო მაჩაიძე (მომღერალი)
ლაშა ბუღაძე (მწერალი, დრამატურგი)
ანდრო ვეკუა (მხატვარი)
ნინო ხარატიშვილი (დრამატურგი)
ოთარ მეღვინეთუხუცესი (მსახიობი)
დათა თავაძე (რეჟისორი)
ნიკა მემანიშვილი (კომპოზიტორი, დირიჟორი)
აკა მორჩილაძე (მწერალი)
რუსუდან ჭყონია (რეჟისორი)


წლის ჟურნალისტი

ნინო ჟიჟილაშვილი (მაესტრო)
თეა სიჭინავა (მაესტრო)
შალვა რამიშვილი (მაესტრო)
ირმა ინაშვილი (ობიექტივი)
ეკა ბერიძე (მე-9 არხი)
ეკა კვესიტაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
დავით პაიჭაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
გელა ზედელაშვილი (ალია)
გელა მთივლიშვილი (კახეთის საინფორმაციო ცენტრი)

წლის სპორტსმენი (გუნდი)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები
ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი)
ზაზა შენგელია (კალათბურთი)
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
დავით მაკარაძე (კრივი)
გიორგი ბაინდუროვი (სამბო)
გაბრიელა ხვედელიძე (ტანვარჯიში)


წლის პროექტი

ქართული კულტურის დღები სტრასბურგში
იუსტიციის სახლი თბილისში
რაბათის აღდგენილი ციხე
ნადირობის სეზონი (რუსთაველის თეატრის სპექტაკლი)
საქართველოს ვარსკვლავი (რუსთავი 2)
ახალი ხმა (ტელეკომპანია 'იმედი')
ART AREA

წლის კომპანია

ვიზით ჯორჯია
ბანკი რესპუბლიკა
ბიოპროდუქტები
ბარამბო
ელიტელექტრონიქსი
ალტა
ავერსი
პე-ეს-პე ფარმა
გუდვილი
ვისოლი
საქართველოს ბანკი
'სილქ როუდ ჯგუფი'

წლის ბრენდი

ანტრე
BDO
'სმარტი' 
'რუმს ჰოტელი'
ზედაზენი
რუმს ჰოტელი
რედიქსი

წლის კომუნიკატორი

ბილაინი
კავკასუს ინლაიანი
მაგთი
სილქნეტი
ჯეოსელი 
პროსერვისი

წლის უცხოური კომპანია

კარფური
სოკარი
შატო მუხრანი
ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი
British American Tobacco
სს პროკრედიტ ბანკი

გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციაში 'ოქროს პერგამენტის' ლაურეატები არიან: საქართველოს კათალიკოს-პეტრიარქი ილია მეორე, პაატა ბურჭულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ნინო ბურჯანაძე,მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ალასანია, რობერტ სტურუა, ზურაბ ლეჟავა, გიორგი ოვაშვილი, დავით კიკალიშვილი, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო შუბლაძე, ია ანთაძე, ნოდარ მელაძე, დენის კიფი, პატრიცია ფლორი, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გოგუაძე,პაატა კურტანიძე, მაია რჩეულიშვილი, სოსო ფხაკაძე, მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე,ნოდარ ქუმარიტაშვილი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, კობა სუბელიანი, სანდრა რულოვსი,'გმირი' - თაკო ფხაკაძე, 'ვანის საგანძური' - დავით ლორთქიფანიძე, 'ნათელი ქრისტესი - საქართველო' - ნესტან კირთაძე, 'ფონდი 'იავნანა' - პაატა ბურჭულაძე, 'ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე', 'აღმაშენებლის გამზირი და განახლებული გუდაური' - გიგი უგულავა, 'ლუდსახარში ნატახტარი, 'გალფი', რომპეტროლი', 'კავკასუს ინლაიანი', 'იმედი L', 'თელიანი ველი', 'ავერსი', 'აქსისი', თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, 'ჯეოსელი', 'მაგთი', 'სახალხო ბანკი', 'სოკარი', 'ლიბერთი ბანკი'.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები