მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 20 შტატს აშშ-ისგან დამოუკიდებლობა სურს

100 ათასზე მეტმა ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც მათი შტატების აშშ-ს შემადგენლობიდან გასვლას ითხოვს.

პეტიციას ხელი 20 შტატის მცხოვრებლებმა მოაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, პეტიციის შესაბამისად, აშშ-გან დამოუკიდებლობას შემდეგი შტატები ითხოვენ: ტეხასი, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კალიფორნია, ალაბამი, ჯორჯია, ფლორიდა, ინდიანა, მიჩიგანი, ტენესი, ლუიზიანა, კენკუნტი, არკანზასი, კოლორადო, სამხრეთ დაკოტა, არეგონა, მისისიპი, მისური და მონტანი.

აღნიშნული პეტიცია გამოქვეყნდა თეთრი სახლის ვებ-გვერდზე განყოფილებაში „ჩვენ ხალხი', სადაც ნებისმიერ მსურველს საკუთარი აზრისა თუ მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლია.

ტენესის მოსახლეობა, საიდანაც პეტიციას ხელი 8 ათასმა ადამიანმა მოაწერა, ითხოვენ, რომ მათი შტატი აშშ-ს შემადგენლობიდან გავიდეს და დამოუკიდებელი მთავრობა ყავდეს. დამოუკიდებლობის ხმების მოთხოვნით ტეხასი ლიდერობს, სადაც დამოუკიდებლობის პეტიციას ხელი 25 ათასმა ადამიანმა მოაწერა. არსებული ნორმების მიხედვით, თეთრი სახლი ვალდებული საზოგადოების მოთხოვნას ოფიციალური პასუხი გასცეს.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები