მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 20 წლის წინ საქართველო გაეროს წევრი გახდა

დღეს, 31 ივლისს, 20 წელი სრულდება იმ ისტორიული თარიღიდან, როცა საქართველო გაეროს წევრი გახდა. საქართველო გაეროში 1992 წლის 31 ივლისს შევიდა. 1992 წელს, საქართველოსთან ერთად, გაეროს წევრები გახდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ხორვატია, მოლდოვა, სან-მარინო, სლოვენია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization, UNO; შემოკლებით - United Nations, UN) - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

გაეროს წევრად სახელმწიფო მიღება ხდება უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები მიიჩნევენ, რომ მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და შეუძლია შეასრულოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს, და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს. ამჟამად გაეროს წევრია 193 სახელმწიფო, ამას გარდა დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები